ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს რუსულ კანონთან დაკავშირებით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილსა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები შეხვედრის მოთხოვნით მიმართავენ.
ორგანიზაციების განცხხადებით, აინტერესებთ მათი პოზიცია, თუ რამდენად წაადგება ეს კანონი ქალაქს.
„ბატონო იოსებ და ბატონო ირაკლი,
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს გვსურს თქვენთან შეხვედრა.
შეხვედრის თემა იქნება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. ვფიქრობთ, შეხვედრა გადაიცემა “ლაივ სტრიმის“ მეშვეობით, რათა ყველა დაინტერესებულმა ადგილობრივმა მცხოვრებმა შეძლოს მისი ნახვა.
სოციალურ ქსელებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ ზიარდება ინფორმაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს გვსურს მოვისმინოთ თქვენი რეალური პოზიცია კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ასევე, გვსურს ვიმსჯელოთ ნამდვილად წაადგება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი ჩვენს ქალაქს, რეგიონსა და ქვეყანას. ასევე, ვიმსჯელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხებზე.
ვთვლით, ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქალაქის განვითარებისთვის ფასდაუდებელი შრომა გაუწევია. ვფიქრობთ, საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სიკეთეები არც თქვენ და არც ჩვენ არ გვაქცევს უცხოური გავლენის გამტარებელ სუბიექტად.
გთხოვთ, 26 აპრილამდე შეგვატყობინოთ თქვენი პოზიცია შეხვედრასთან დაკავშირებით", -აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.
მიმართვის წერილს ზელს აწერენ:
1. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG);
2. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი;
3. საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი";
4. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი";
5. რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“;
6. სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში";
7. ფონდი "სოხუმი";
8. რადიო „ძველი ქალაქი“ (FM 107.9);
9. ინტერნეტ გამოცემა "P.S." Psnews.ge;
10. საინფორმაციო სააგენტო Newpress.Ge;
11. ააიპ იმერეთის განვითარების ცენტრი;
12. „განათლება და სამყარო“;
13. მეწარმე ქალთა ფონდი;
14. ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად";
15. ტელეკომპანია “MEGA TV”;
16. საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge;
17. მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD);
18. ააიპ "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი";
19. ბრეს საქართველო (Breath Georgia);
20. ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD);
21. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” ქუთაისის განყოფილება;
22. საიას ქუთაისის ფილიალი;
23. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ISFED - ქუთაისის რეგიონული ოფისი;
24. INER Georgia - წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში;
25. ტელე-რადიო კომპანია რიონი;
26. საინფორმაციო სააგენტო Act2;
27. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC);
28. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”;
29.ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის პროგრამა;
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა