|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის წინ მარიკა სამანიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა [VIDEO]

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობს მარიკა სამანიშვილს მესხიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. 

60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მრავალი ჯილდოსა და  პრემიის მფლობელ არტისტს "სესილია თაყაიშვილის სახელობის ჯილდო" გადაეცა.

"უამრავი ჯილდოსა და პრიზის მფლობელია, "ვერიკო" უკვე მიღებული აქვს, მინდა მას ჩვენი უსაყვარლესი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის სახელობის ჯილდო გადავცე",-განაცხადა თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა.

მისი თქმით, მარიკა სამანიშვილი არის უნივერსალური და გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი, რომელსაც ყველანაირი ამპლუის მორგება შეუძლია. 

 მსახიობს იუბილე მესხიშვილის თეატრში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე მიულოცეს მსახიობებმა ნინელი ჭანკვეტაძემ, ბაია დვალიშვილმა, მარიკა კახიანმა, თამრიკო ჭოხონელიძემ, რამაზ იოსელიანმა,  ავთანდილ სახამბერიძემ...მისმა მეუღლემ მსახიობმა თენგიზ ჯავახაძემ და ქალიშვილმა, ასევე მსახიობმა თეკლა ჯავახაძემ და შვილიშვილმა.   სტუმრები უნებურად წარმოსახვითი სასამართლოს  მოწმეებად იქცნენ, რომლებმაც შეძლეს "მკაცრი მსაჯულების" დარწმუნება, რომ "ბარონესა" მარიკა ნამდვილად იმსახურებდა არტისტის სტატუსს და "ვარსკვლავის" წოდებას. 

 "სესილიას" სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძესაც, მას ეს ჯილდო გიორგი გეგეჭკორის ინიციატივით მარიკა სამანიშვილმა გადასცა.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე