ქუთაისის მიმდებარედ ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება
ქუთაისის მიმდებარედ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა იგეგმება. ახალი ნაგავსაყრელი იმერეთს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოემსახურება. რაც შეეხება ქუთაისში ამ დროისთვის მოქმედ, ნიკეას ნაგავსაყრელს, მისი დახურვა სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.
“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის თანახმად, რომლის განხილვა ამ დროისათვის მიმდინარეობს, ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა იგეგმება.
ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 3 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მუხიანში გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი