|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

 გაერთიანებული წყალმნომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება ქსელის დაზიანებიდან გამომდინარე დროებით შეეზღუდება

კომპანიის ცნობით, დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოების გამო, 14 მარტის 17:00 საათიდან, 15 მარტის 18:00 საათამდე წყლის მიწოდება ქალაქის ნაწილს დროებით შეეზღუდება - ს. მესხის, ნარსიას, ფიროსმანის და ილია ჭავჭავაძის ქუჩებს, ჯამში, 1500 აბონენტს.

წყვეტის მიზეზი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ს.მესხის მიმდებარედ დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოებია.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს SMS შეტყობინებები წინასწარ გაეგზავნათ.

ავტორი: ნიუპრესი