ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკი უცნობმა პირებმა დაარბიეს [PHOTO]
ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკი უცნობმა პირებმა დაარბიეს. დამტვრეულია ღამის განათებები, ნაგვის ურნები, სკამები. ადგილზე მოსახლეობა შეიკრიბა, რომლებმაც მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
"სრულიად დამსხვრეულია ღამის განათებები, ნაგვის ურნები, სკამები. გვითხრეს, რომ ვიდეო თვალი არ არსებობს, ისიც დაზიანებულია. სამწუხაროდ, ვანდალებს ასეთი ფაქტი შერჩათ, როდესაც აქვე, "მშვიდობის ბურთი" დააზიანეს. საჭიროა დამნაშავეები იპოვონ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ გამეორდეს", -განუცხადა "ნიუპრესს" ადგილობრივმა მცხოვრებმა ბესიკ ადამიამ. ცნობისთვის, ის ასევე "მშვიდობის ბურთის" იდეის ავტორია.
პარკის დირექტორის გიზო თავაძის განცხადებით, დამსხვრეულია ღამის განათებები, რომელიც პალმების ფერადი განათების მიზნით გასულ წელს შეიცვალა.
"ვანდალიზმის ფაქტია, სხვა რა შეიძლება ვუწოდო, ეს არის მტრობა. ღამის განათებები, შარშან გაგვიკეთეს, პალმების ფერადი განათების მიზნით. პატრულიც გამოვიძახე, კრიმინალური პოლიციაც მოვიდა, აღიძრა საქმე, გვითხრეს, რომ ვიდეო თვალის საშუალებით მოიძებნება დამნაშავე", - განაცხადა გიზო თავაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 187-ე მიხლით დაიწყო, რას სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკში ვანდალიზმის ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა.
ქუთაისში უცნობმა პირებმა ენერგიის დამმუხტველი ველოსიპედი დააზიანეს
ავტორი: ნიუპრესი