ქუთაისში უცნობმა პირებმა ენერგიის დამმუხტველი ველოსიპედი დააზიანეს
ქუთაისში რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებული ენერგიის დამმუხტველი ველოსიპედი დააზიანეს. დილით ახალგაზრდული პარკის ადმინისტრაცია ტერიტორია დარბეული დაუხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის RICDOG წარმომადგენლის გვანცა თოთაძის განცხადებით, მოგლეჯილია საინფორმაციო დაფა, რომელიც რკინის კონსტრუქციას წარმოადგენს, ასევე მოტეხილია ინსტრუქციები, რომლებიც მეტალის ფირფიტებზეა განთავსებული და ველოსიპედზე იყო დამაგრებული.
ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება გამოძიება. ამ დროისათვის ძიებას ეჭვმიტანილები არ ჰყავს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი 21 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაიდგა. ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლება გამოიმუშავოს ენერგია და დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები.
ავტორი: ირინა მაკარიძე