|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი კალათბურთელების მოულოდნელი მარცხი

 ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „ქუთაისი" ბოლო ადგილზე მყოფ „აკადემიას“ დაუპირისპირდა და მოულოდნელი მარცხი განიცადა. აკადემიელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა 2 ამერიკელ კალათბურთელს - კრის პელჩერს და ჯეიარ სთროუბრიჯს. ორივე კალათბურთელმა რიგიანად ითამაშა, განსაკუთრებით კი სთროუბრიჯმა, რომელმაც საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთით გამარჯვება მოუტანა „აკადემიას“ – 85:83.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. აკადემიელები პირველ მეოთხედში 13 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ადგილობრივმა გუნდმა მალევე მოახერხა თამაშის თანაბარ კალაპოტში დაბრუნება და ასე "ქულა-ქულაში" გაგრძელდა მატჩი ბოლო წამამდე. ლიდერი 18-ჯერ (!) შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 8-ჯერ დაფიქსირდა. მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე, როცა ანგარიში 83:83 იყო, ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს და შეტევისთვის დარჩენილი 4 წამი დაგეგმეს. თბილისელთა კალათს რიჩარდ მათიაშვილმა არაზუსტად შეუტია და ბურთი სთროულბრიჯმა მოხსნა, რომელსაც შესატევად 6 წამი ჰქონდა. ამერიკელმა ლეგიონერმა დრიბლინგით გადასერა მთელი მოედანი და ქუთაისელთა კალათში გამარჯვების ბურთი საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდო - 85:83.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა