|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე ბავშვების გარეშე აანთეს

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დათქმულ დროზე რამდენიმე საათით გვიან,  21 საათზე აინთეს. როგორც მერიაში განმარტავენ, ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რეგულაციების თანახმად, ხალხმრავლობის გარეშე გაიმართა.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ნაძვის ხე ქუთაისელ მედიკოსებთან ერთად აანთო. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ბავშვები ცერემონიალს მათივე უსაფრთოების მიზნით მოარიდეს.  

„უჩვეულო გარემოში უნდა ავანთოთ დღეს ქუთაისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე. აქ არ არიან ჩვენი ბავშვები, თუმცა, ეს ხდება მათივე უსაფრთხოებისა და სიმშვიდისათვის. შემთხვევით არ არის, რომ ახლა ჩემს გვერდით ჩვენი თანაქალაქელი მედიკოსები დგანან და მათთან ერთად ავანთებთ ნაძვის ხეს. ეს არის ჩვენი პატივისცემის გამოხატვა ამ ადამიანების მიმართ და კიდევ ერთხელ მადლობა მათ! ჩვენ ერთად შევძელით ეს რთული წელი ღირსეულად გაგვევლო“, - მიმართა თანაქალაქელებს იოსებ ხახალეიშვილმა.

 წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბაგრატის ტაძრის ორნამენტების მიხედვითაა გაწყობილი. 

ავტორი: ნიუპრესი