|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა.  ახალი მოადგილე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.

გიორგი ცხაკაია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას.

 ცხაკაია სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს განათლების სამინისტროში , ს.ს. „საქართველოს ბანკში".

დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართლის ფაკულტეტი, ბაკალავრი) და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართლის მაგისტრი).

 

ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა