ქუთაისის მუნიციპალური ავტობუსები კვირასა და ორშაბათს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, კვირასა და ორშაბათს, მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურება მგზავრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
"საქალაქო ტრანსპორტი 8:00 სათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, როგორც 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ისე 25 აპრილს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს.
აქვე მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რომელი სვლაგეზი რომელი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას გაივლის:
ხაზი N 1, (წრიული) როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა,
გაივლის ძელქვიანის სასაფლაოსთან ("გორგიას" მიმდებარე ტერიტორია);
ხაზი N 4 - ოღასკურისა და ავტოქარხნის სასაფლაოებს;
ხაზი N5 - ჭომის სასაფლაოს;
ხაზი N 10 - ავანგარდის სასაფლაოს;
ხაზი N 19 - საფიჩხიის, ნიკეასა და ძელქვიანის სასაფლაოებს;
ხაზი N 25 - ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების სასაფლაოს;
ხაზი N 31 - ნიკეას, ოღასკურისა და ძელქვიანის სასაფლაოებს.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
[R]
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















