|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მუნიციპალური ავტობუსები მეორე დღეა მგზავრებს უფასოდ ემსახურება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა, მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ ემსახურება მგზავრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

"საქალაქო ტრანსპორტი დღესაც, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 8:00 სათიდან 22:00 საათამდე მუშაობს.

შეგახსენებთ, თუ რომელი სვლაგეზი რომელი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას გადის:

ხაზი N 1, (წრიული) როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა, --- ძელქვიანის სასაფლაოსთან ("გორგიას" მიმდებარე ტერიტორია);  ხაზი N 4 - ოღასკურისა და ავტოქარხნის სასაფლაოებს; ხაზი N5 - ჭომის სასაფლაოს; ხაზი N 10 - ავანგარდის სასაფლაოს; ხაზი N 19 - საფიჩხიის, ნიკეასა და ძელქვიანის სასაფლაოებს; ხაზი N 25 - ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების სასაფლაოს;  ხაზი N 31 - ნიკეას, ოღასკურისა და ძელქვიანის სასაფლაოებს.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ !!!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

#ქუთაისისმუნიციპალიტეტისმერია #ქუთაისისსატრანსპორტოკომპანია

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა