ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ამ ინფორმციის თანახმად, ინსპექცია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი და შეესაბამება იმ სტანდარტს.
"ამასთან, სამსახურს ადამიანური რესურსის სახით ჰყავს როგორც გამოცდილი კადრი, ასევე ახალი თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გაიარეს შესაბამისი მზადება ეფექტური მუშაობისა და ხარისხიანი შედეგის მიღწევის მიზნით.
ინსპექციის მიზანია მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, მუნიციპალური საკუთრების დაცვა.
მუნიციპალური ინსპექცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ქუთაისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებასა და მუნიციპალური საკუთრების დაცვას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა