ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად ლევან კინწურაშვილი დაინიშნა
ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად ლევან კინწურაშვილი დაინიშნა, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ახალი ხელმძღვანელი ა(ა)იპ „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლებს ქალაქის მერმა, დავით ერემეიშვილმა წარუდგინა.
„ლევან კინწურაშვილს აქვს უმაღლესი იურიდიული და საფინანსო განათლება. ის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იყო ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, 2017 წელს კი დაინიშნა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად. 2021–2022 წლებში მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ქალაქის მუნიციპალური ინსპექციის გარე ვაჭრობისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.
დავით ერემეიშვილმა ლევან კინწურაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა, ხოლო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, დემურ ინანეიშვილს, გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















