|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის მომღერალი მოსკოვის დასში ჩაირიცხა

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის  თეატრის ახალგაზრდა სოლისტი გიორგი სტურუა  მოსკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდულ დასში ჩაირიცხა. მასთან ერთად  ქართველი საოპერო მომღერალი ალუდა თოდუა სრულუფლებიან სოლისტად აიყვანეს.

გიორგი სტურუას განცხადებით, მოსკოვის დიდი თეატრის დასში სრულიად შემთხვევით მოხვდა. მისი თქმით, განაცხადი ინტერნეტის საშუალებით ნახა, რის შემდეგაც შეავსო აპლიკაცია. ტური სამ ეტაპად დაიყო, კონკურსში ყველა ეტაპი სტურუამ წარმატებით გადალახა, რის შედეგადაც იგი მოსკოვის დიდი თეატრის დასში ჩაირიცხა.

2013 წლიდან გ. სტურუა ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტია. მას შესრულებული აქვს პარტიები: ბერდო-  რ. ლაღიძის ოპერაში   "ლელა",  მინდია - ო. თაქთაქიშვილის ოპერაში- "მინდია'',  კანიო რ. ლეონკავალოს ''ჯამბაზებში'', აბესალომი ზ. ფალიაშვილის ''აბესალომ და ეთერი''.
გიორგი სტურუა 2013 წელს  სომხეთის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა,  სადაც I ადგილი მოიპოვა. 2014 წელს კი, ნ. ანდღულაძის სახელობის ვოკალისტთა რესპუბლიკურ კონკურსში გრანპრის მფლობელი გახდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა