ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი 7 მარტს 42– ე საკონცერტო სეზონს გახსნის
7 მარტს ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი მელიტონ ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 42– ე საკონცერტო სეზონს გახსნის.
სეზონს ერთობლივი კონცერტით მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელი, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ნინი გიორგაძე (ვიოლინო) და ა(ა)იპ ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი: რევაზ ჯავახიშვილი) გახსნიან.
კონცერტის დაწყებამდე ოპერის ფოიეში ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაში ქუთაისში მოღვაწე მხატვარ ქალბატონების ნამუშევრები და მე–19, მე–20 საუკუნის ქუთაისელი ქალბატონების ფოტოები (კოლექცია დაცულია დ.მხეიძის.სახ. ფოტო–კინო მატეანეს მუზეუმში) იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიება 17:00 სთ-ზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი