ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს ოპერით „ლელა“ დახურავს
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 49-ე თეატრალურ სეზონის დახურვისათვის ემზადება.
სეზონის დახურვა 15 ივნისს, 18:00 საათზე რევაზ ლაღიძის ოპერით „ლელა“ მოხდება.
სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია - რევაზ ხურცილავა, დამდგმელი რეჟისორი - ზურაბ ანჯაფარიძე, დამდგმელი მხატვარი - თემურ არსენიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი - ელგუჯა გუმბერიძე, სპექტაკლი აღადგინა მაია გაჩეჩილაძემ.
თეატრალური სეზონის დასკვნით საღამოს „ლელას“ შეასრულებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები - ფერიდე ჯინჯიხაძე (ლელა), ბადრი სახამბერიძე (ბერდო), ბაკურ კვირიკაშვილი (გელა), კალისტრატე ხარჩილავა (შერგილი), ნუცა ზაქაიძე (მეზარე), ემილ ჩარგაზია (მლოცველი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე.
სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.
ავტორი: ნიუპრესი