ქუთაისის ოპერის თეატრში "საშობაო ზღაპარი" გაიმართა
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის კონცერტი "საშობაო ამბავი" გაიმართა.
კონცერტზე მაყურებლის წინაშე ნუკრი კაპანაძე ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო, ლათინო-ამერიკული ცეკვებისა და ვოკალური სტუდიის მოსწავლეებთან ერთად წარსდგა.
"ჩემთვის ქუთაისში სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი გულით ვმღერი. ახალგაზრდებთან ურთიერთობა ყველაზე მთავარია, რადგან მომავალს უნდა უყვარდე, მათ ახალი საზრდო უნდა მისცე,"-განაცხადა კაპანაძემ.
ქუთაისის ახალგაზდული ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქის მერიის დახმარებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კონცერტი მეოთხე წელია, რაც იმართება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე