ქუთაისის ორი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
ქუთაისის ორი საჯარო სკოლა სრულად ონლაინ სწავლებაზეა გადასული. განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ქალაქის N7 საჯარო სკოლა. ამავე შენობაში დროებით განთავსებულია N23 სკოლა, შესაბამისად ორივე სკოლის მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას.
ცნობისთვის, N7 საჯარო სკოლაში ვირუსი ორ მოსწავლეს, მანდატურს, ორ დამლაგებელსა და სკოლის ექიმს დაუდასტურდა.
დროებით დახურულია ქალაქის N22 და N 13 ბაგა-ბაღებიც. გაერთიანების მმართველის დავით წიტაიშვილის განცხადებით, პედაგოგები პეროდულად იტესტებიან და სწორედ გეგმიური შემოწმებისას მოხდა ვირუსის დაფიქსირება.
ავტორი: ნიუპრესი