ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ფინური და დანიური გუნდები დაამარცხა
ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო.
ქუთაისელმა გოგოებმა, რომლებიც „ჩელენჯ II“ ჯგუფში გამოდიან, გუშინ ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს.
პირველ ტურში ფინურ ,,პორვოს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 16:0 გაანადგურეს.
მეორე შეხვედრაში კი „ქუთაისმა“ დანიური „კოპენჰაგენი“ ანგარიშით 8:6 დაამარცხა.
,,ჩელენჯ 2'' ის გუნდებს შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო.
,,ქუთაისთან" ერთად ჯგუფში ფინური ,,პორვო", დანიური ,,კოპენჰაგენი" და სერბეთის ,,ბასკთ" ასპარეზობენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა