|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ქუჩებში შენობებზე, ფასადების მოხატვის პროცესი გრძელდება

„ქუთაისი მიურალ ფესტის“ ფარგლებში, ქუთაისის ქუჩებში შენობებზე, ფასადების მოხატვის პროცესი გრძელდება. ამჯერად, თემატურად ნიკეას დასახლებაში მითოლოგია, ნიუპორტის ქუჩაზე კი, რეზო გაბრიაძის შემოქმედება შეირჩა.
„ქუთაისი მიურალ ფესტი“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მეორედ ეწყობა. მიმდინარე ფესტივალის ფარგლებში მიურალები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში უკვე შესრულდა, პროცესი გრძელდება და კედლის მხატვრობა უახლოეს მომავალში კიდევ, არაერთ ქუჩაზე გამოჩნდება.

ავტორი: ნიუპრესი