ქუთაისის ქუჩებსა და სკვერებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულმა ტექნიკამ და სპეციალისტთა ჯგუფებმა დეზინფექცია ქუჩების გზის სავალ ნაწილზე, სკვერებსა და მოსაცდელებზე ჩაატარეს.
სამუშაო პროცესს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ესწრებოდნენ.
მათი განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა სპეციალური ხსნარითა და ქაფით კვლავ გაგრძელდება.
დეზინფექცია სპეციალური ხსნარით ხორციელდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ავტორი: ნიუპრესი