სტიქიის შედეგად სასწავლო პროცესი ქუთაისის რამდენიმე სკოლაში ჩაიშალა
ქუთაისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
წყალმა სკოლის პირველი სართულები დატბორა, რის გამოც ბავშვების გაყვანა მაშველების დახმარებით მოხდა. რთული სიტუაციაა ავტოქარხანაში მდებარე სკოლებში, სადაც ქუჩები კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ოღასყურას წყლითაა დაფარული.
ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყდა # 32 , # 35 #14, #24-ე და #41-ე სკოლებში.
სკოლებიდან ბავშვები სახლებში გააბრუნეს.
ვაშაკიძის განცხადებით, მიმდინარეობს სამინისტროსთან შეთანხმება და წვიმის გაგრძელების შემთხვევაში სწავლა ხვალაც არ გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:08
12:18
11:34
19:09
















