|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ჩხოროწყუში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილირად მძიმეა.

"19 აპრილს შემოიყვანეს 29 წლის მამაკაცი, კისრის არეში ჭრილობით, დაზიანებული აქვს პლევრა და შუასაყარი, მაგისტრალური სისხლძარღვები. ჩაუტარდა ოპერაცია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვევის ხელოვნურ ვენტილაციაზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია"-განაცხადა დავით ჯანაშიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა