ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ქუთაისში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ამჯერად მსვლელობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისინი მოსამართლეების უსამართლო გადაწყვეტილებებს, მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის სააპელაციო სასამართლოში წარმოებაში არ მიღებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.
ქუთაისში უწყვეტი აქციები გრძელდება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 70%
არა - 30%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა