ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 სთ-ში 1 200 მგზავრის გატარებას შეძლებს - ნათია თურნავა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 სთ-ში შეძლებს 1,200 მგზავრს მოემსახუროს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმ ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძესთან და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან თამარ არჩუაძესთან ერთად გაეცნო.
„2021 წლის აპრილამდე, ანუ საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე, ასევე ქუთაისიდან ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ფრენების გააქტიურებამდე, ქუთაისის აეროპორტში ორივე ტერმინალის გაერთიანება დასრულდება. პრაქტიკულად, 2 თვეში ჩაგვბარდება გაფართოებული საერთაშორისო აეროპორტი, სადაც გაზრდილია როგორც სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა - გვექნება 18 დახლი 10-ის ნაცვლად, ასევე თითქმის გაორმაგებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა. აეროპორტი 1 სთ-ში შეძლებს მოემსახუროს 1,200 მგზავრს. შედეგად, მისი გამტარუნარიანობა დასრულდება. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ამოქოქვისა და ტურიზმის გაჯანსაღების და ძველ ნიშნულების ფონზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამ დროისათვის აეროპორტში დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამუშავდა. ასევე დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით.
ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ტერმინალი გაერთიანდება.
ავტორი: ნიუპრესი