ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი დაემატა
ავტობუსების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში აეროპორტის ოფიციალური ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანია BENE EXCLUSIVE-მა გაიმარჯვა.
ახალი სერვისის პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და კომპანია BENE EXCLUSIVE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გორგოძემ გამართეს.
აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს. შესაძლებელია ავტომობილების ელექტრონულად დაჯავშნაც.
BENE EXCLUSIVE საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მის ავტოპარკში 150 ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია წარმოდგენილი.
ავტორი: