|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეზღუდვები მოიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ დროისთვის ფრენებზე შეზღუდვები არ არის. როგორც აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა განგვიცხადეს, დაგეგმილი რეისები ეტაპობრივად შესრულდა.

„ამ დროისთვის არ ველოდებით ნალექს, შესაბამისად ფრენები სრულდება. უკვე 5 რეისი შესრულდა. ასევე  გაიწმინდა წინა პერიმეტრი“,-აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

შეგახსენებთ, გუშინ დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა.

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი