|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ,,მინისოს“ მაღაზია გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს რეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად, ახალი სავაჭრო ობიექტებიც ემატება. აეროპორტის გაფრენის ტერმინალში, საერთო სივრცეში მგზავრებს დღეიდან, საერთაშორისო ბრენდის - ,,მინისოს“ პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.

მსოფლიოში "მინისოს" ბრენდის ქვეშ არსებული 5000- ზე მეტი მაღაზიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ობიექტი ერთადერთია, რომელიც აეროპორტის ფორმატში გაიხსნა.

,,აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული პროდუქცია თუ სერვისი შევთავაზოთ ქუთაისის აეროპორტის მგზავრს. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. ,,მინისო“-ს მაღაზია ქუთაისის აეროპორტში განსხვავებული ფორმატით გაიხსნა, რადგან ამ ობიექტში ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი პროდუქციის სწორედ ის ასორტიმენტია შერჩეული, რომელიც აეროპორტის მგზავრებისთვის არის საინტერესო. პროდუქციის განსხვავებული ასორტიმენტით და ხელმისაწვდომი ფასებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრენდის ლოიალურ მომხმარებლებს სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებით გაახარებს. ჩვენთვის კი სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქუთაისის აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან პირველია, სადაც ,,მინისოს“ ბრენდი შემოვიყვანეთ,-‘’განაცხადა გახსნისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არასაავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ,,მინისოსთვის“ არის  საქართველოში რიგით მე-20 და მესამე ფილიალი იმერეთის რეგიონში. ამ დღესთან დაკავშირებით მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით, ,,მინისოს“ ყველა ფილიალში სრულ კოლექციაზე 40 %-იანი კოკეშბექის აქცია ელოდება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა