|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი შემოდის

4 ნოემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი კომპანია hallo იწყებს. კომპანია აეროპორტის მგზავრებს კონკურენტუნარიან  ფასებსა და მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს. hallo-ს სერვისით სარგებლობა საქარველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. 

 

hallo არის ახალი მობილური ოპერატორი კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც მოფრენის დარბაზში სხვა მობილურ ოპერატორებთან ერთად მგზავრებს ტელეკომუნიკაციის სერვისს შესთავაზებს. 

 

ობიექტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში მაგთის, სილქნეთისა და ბილაინის გვერდით განთავსდება.

 

hallo მომსახურებას ბაზარზე უკვე არსებული ოპერატორების ინფრასტრუქტურის დახმარებით უზრუნველყოფს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა