|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

GDG ჯგუფმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თითქმის ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, GDG+-მა მშენებლობის ნებართვა მიიღო. სასტუმრო პირველ დამსვენებელს 2020 წლისთვის მიიღებს.

„ქუთაისში სამშენებლო სამუშაოები ახლახანს დავიწყეთ, გამომდინარე იქედან რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია მინდა, რომ სწრაფად დავასრულო მშენებლობა. მცირედით გაგვეწელა პროექტის დამტკიცების პროცესი, მაგრამ როგორც იქნა პროექტი დამტკიცებულია.  სასტუმრო 5 სართულიანი,  იქნება.  7 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულმა კომპლექსმა 100-ნომრიან სასტუმრო და  რესტორანი უნდა მოიცვას.  ინვესტიცია კი  მინიმუმ 5 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული“, -აცხადებს ბეჟან წაქაძე.

 ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ სასტუმროში საერთაშორისო ბრენდი შევიდეს, კონკრეტულად, რომელ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები GDG+-ის დამფუძნებელი ამ ეტაპზე არ ამბობს.

 

 

commersant.ge

 

ავტორი: ნიუპრესი