ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმებულები 2 თვის მიუღებელ ხელფასებს ითხოვენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმებული ასამდე ადამიანს ორი თვეა ხელფასი არ მიუღიათ. ისინი საკუთარი შრომის ანაზღაურების მოთხოვნით უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს შორის, ძირითადად, ტექნიკური პერსონალია.
მათი თქმით, ეუბნებიან, რომ ხელფასები დარიცხულია, თუმცა ასე არ არის.აქციის მონაწილეების ს თქმით, მათ სხვა შემოსავალი არ აქვთ და საახალწლოდ ამ თანხაზე არიან დამოკიდებულები.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ეს ადამიანები მათი თანამშრომლები არ არიან და ისინი კომპანია "ზიმომ" დაიქირავა.
შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოფილი პრემიერის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა, რის შემდეგაც სასწავლებელი სახელმწიფოს გადაეცა.
ავტორი: ნიუპრესი