ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ყოფილი თანამშრომელი უპირისპირდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი შორენა ჩიხლაძე თავისი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით აპირებს.
მისი განცხადებით, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
უნივერსიტეტის უკვე ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ ადგილზე დამლაგებლებს რამდენიმე ადამიანის საქმის გაკეთება უხდებათ, ამუშავებენ შაბათ-კვირასაც, თუმცა ზეგანაკვეთურ საათებს არ უნაზღაურებენ. ასევე, ყველას, ვინც სამუშაო პირობებს აპროტესტებს, ჯერ ბოდიშების წერას აიძულებენ, შემდეგ კი სამსახურიდან უშვებენ.
"ერთი ქალი აკეთებს სამი ქალის საქმეს. ვმუშაობთ შაბათ-კვირასაც, რაც არ გვინაზღაურდება. ვმუშაობთ როცა დაჭირდება 12 საათი. თანამშრომლები პროტესტის ნიშნად შევედით დავით დვალთან, კომენდანტთან პროტესტით, რის გამოც, დავით ბეშკენაძემ ორი გოგო გაათავისუფლა სამსახურიდან, დანარჩენ 4-ს დაგვაწერინა მოხსენებითი ბარათი. დავით ბეშკენაძესთან მომიხდა უსიამოვნება ისევ, მითხრა, რომ ჩემი არის ეს სახლიო, უნივერსიტეტი იგულისხმა და როგორც უნდა, ისე იქნება", - განაცხადა შორენა ჩიხლაძემ.
მან დახმარებისთვის შრომის ინსპექციას მიმართა. გარდა ამისა, აპირებს, რომ დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც სთხოვოს.
ავტორი: