|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმებული ადამიანები ხელფასებს დღის ბოლომდე მიიღებენ

ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის "ქართუს" მიერ აშენებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, დღეს ყურადღების ცენტრში იქ დასაქმებულ ადამიანების პროტესტის გამო მოექცა. როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადეს, ეს ადამიანები მათი თანამშრომლები არ არიან და ისინი კომპანია "ზიმომ" დაიქირავა. თავის მხრივ, სამშებლო კომპანიის დირექტორის მოადგილემ  ვასილ ხორავამ განმარტა, რომ პრობლემა დღის ბოლომდე დამოიწურება. 

"ეს ადამიანები, რომლებმაც დღეს პროტესტი გამოხატეს, არ წარმოადგენენ არც ქუთაისის უნივერსიტეტს და არც ფონდ "ქართუს".  ფონდი "ქართუს", რომელიც არის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი და დამკვეთი, დაქირავებული ყავს კომპანია "ზიმო", რომელიც ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო კომპანია "დ.ტ. ინჟინერინგი" არის "ზიმოს" ქვეკონტრაქტორი კომპანია. ადამიანები, რომლებმაც დღეს პროტესტი გამოხატეს, არიან ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. ფონდ "ქართუს" კომპანია "ზიმოს" მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებელი აქვს, ასევე კომპანია "ზიმოს", ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს "დ.ტ. ინჟინერინგისათვის". აქედან გამომდინარე, ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს ქვეკონტრაქტორ კომპანიას, საიდანაც დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო ტექნიკური საკითხი, რომელიც დღის ბოლომდე დაიხურება", - განაცხადა ვასილ ხორავამ. 

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმებულმა ასამდე ადამიანმა კუთვნილი ხელფასების მოთხოვნით აქცია გამართა. 

ავტორი: ნიუპრესი