|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ქუთაისში საგამოცდო ცენტრებში  დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ "ნიუპრესს" საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა  ზეკო ხაჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით,  საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"გამოცდას რეგისტრირებული აბიტურიენტების  99 პროცენტი დაესწრო,   დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  ყველა ცენტრი ტექნიკურად გამართული და აღჭურვილია, იმისთვის რომ აბიტურიენტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ"- განაცხადა ზეკო ხაჩიძემ.

აბიტურიენტების თქმით, საგამოცდო საკითხები იმაზე მარტივი იყო ვიდრე მოელოდნენ.

ქუთაისში  სამი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს,  ქვეყნის მასშტაბით კი,  22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. წელს აპლიკანტების რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა