ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორობისთვის 12 ადამიანი იბრძოლებს
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია სრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქუთაისში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი ივლისში გამოაცხადა.
ამ დროისთვის აღნიშნულ ვაკანსიაზე 12 განაცხადია დარეგისტრირებული, ვადა დღეს იწურება.
საბუთების გადარჩევის შემდგომ მოხდება წერილობითი დავალების შესრულება და გასაუბრება. შერჩეულ კანდიდატს აღნიშნულ სფეროში უნდა ქონდეს ორწლიანი გამოცდილება.
შერჩეული კანდიდატი აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში, ღია კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდება.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი უფროსი ბადრი ვაშაკიძე თანამდებობიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის გათავისუფლდა.
ავტორი: ნიუპრესი