ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა "დინამო" დაამარცხა
ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა თბილისის "დინამო დაამარცხა. "ქუთაისი 2010"–მა "დინამოს" 81:66 მოუგო. სუპერლიგის მატჩი ქუთაისში გაიმართა.
დღევანდელი მოგებით "ქუთაისი 2010" სუპერლიგის რეგულარულ გათამაშებაში 9 მოგებით დაწინაურდა და პლეიოფის თამაშები ქუთაისში დაიწყება.
შეხვედარს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. გუნდის ფანკლუბის წევრები თამაშის დროს მწვრთნელის წასვლის შესახებ აკეთებდნენ მოწოდებას. "კოტე წადი, კოტე წადი"–სკანდირებდნენ ფანკლუბის წევრები. მათ კოტე ტუღუშთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მან დღეს შეხვედრაზე უარი განაცხადა.
ფანკლუბმა შენიშვნების გუნდის ხელმძღვანელობის მისამართით რამდენიმე ხნის წინაც გამოთქვა, ისინი წაგებულ მატჩებს და გაზრდილ ხელფასებს აპროტეტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა კოტე ტუღუშის წასვლაა.
ფოტო: არქივიდან
ავტორი: ნიუპრესი