ქუთაისის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქ~ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი 110 მილიონ ლარზე მეტს შედგენს.
ბიუჯეტს მხარი საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა. მათი თქმით, პრიორიტეტები მორგებულია ქალაქის ინტერესებზე.
საკრებულოს სხდომას ბოიკოტის გამო "ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრო. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, საკრებულოს სხდომებს იმ დრომდე არ დაესწრებიან, ვიდრე მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ. თუმცა მათი თქმით, ბოიკოტის რეჟიმში რომარ იყვნენ,წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს მაინც არ დაუჭერდნენ.
"ბოიკოტის რეჟიმში რომც არ ვიყოთ, აღნიშნულ ბიუჯეტს მხარს მაინც არ დავუჭერდით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი არ პასუხობს ქუთაისის და ქუთაისელების მოთხოვნებს, 43.5% არის შრომით ანაზღაურებაზე მიმართული, მინიმალიზებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები”- განაცხადა გიორგი კილაძემ.
დეპუტატის თქმით, ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე, ქალაქის ხელისუფლებას ძალიან მალე მოუწევს მგზავრობის ღირებულებისა და პარკინგის 100%-ით გაზრდა.
ავტორი: ნიუპრესი