|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ რამდენიმე სოციალური პროგრამის დაფინასების ზრდა დაამტკიცა

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-13 სხდომაზე ქუთაისის მერიის ინიცირებით 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის საკითხი დაამტკიცეს.

 ამ ცვლილებებით გაორმაგდა რამდენიმე პროგრამის დაფინასება: "ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარების" და "ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის" პროგრამების ბენეფიციარები, ყოველთვიურად, 100 ლარის ნაცვლად მიიღებენ 200 ლარს. ცვლილება შევიდა "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაშიც.   COVIS-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, რომ არ შეწყდეს ქვეპროგრამა, შეზღუდვების გაუქმებამდე ბენეფიციარებისათვის დისტანციური მომსახურეობის (მოდიფიცირებული პროგრამა) მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურება მომწოდებლის მიერ შესრულებული დოკუმენტაციის (აღრიცხული ვიზიტების რაოდენობა-დამოწმებული ორგანიზაციის და მშობლის ხელმოწერით) შესაბამისად მოხდება.

დამატებითი ფინანსების გამოყოფა სოციალური პროგრამებისთვის მერიის სამივლინებო ხარჯების  შეზღუდვის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქუთაისის საკრებულოს სხდომები დისტანციურ რეჟიმში იმართებოდა,  დღეს  კი დეპუტატები სათათბირო დარბაზში შეიკრიბნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა