|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ საგანგებო ვითარებაში რიგგარეშე სხდომა გამართა

10 აპრილს 14 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მე-12 რიგგარეშე სხდომა გამართა.
საკრებულომ ცნობად მიიღო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადება.
 
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ჭიღვარიას გაწეული საქმიანობისათვის. ამ პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, უშუალოდ მის მიერ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
დღეს, საკრებულომ ცნობად მიიღო გიორგი ჭიღვარიას ოფიციალური განცხადება, ქუთაისის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. თავისი გადაწყვეტილება ბატონმა გიორგიმ მოსახლეობას გააცნო სოციალური ქსელის მეშვეობით, სადაც მან დააფიქსირა მისი პოზიცია"-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.
 
COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკრებულოს სხდომა მერიის თეთრ დარბაზში, შესაბამისი დისტანციის უზრუნველყოფით ჩატარდა.
მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ მიწოდების და უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანაწერი ტელეკომპანია რიონის ეთერის საშუალებით გადაიცა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა