|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს გენდერული საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრები დღეს პრიორიტეტულ მიმართულებაზე შეჯერდნენ: ბიუჯეტირება, განათლება, კვლევა და მონიტორინგი. ეს ის საკითხებია, რომელზეც დღეს საბჭოს წევრები შეთანხმდნენ. აღნიშნულ მიმართულებებზე ეფექტიანი მუშაობის მიზნით თემატური ჯგუფები შეიქმნა.

საბჭო 20 ადამიანით არის დაკომპლექტებული და მასში საკრებულოს წევრებთან ერთად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გენდერის საკითხებზე მომუშავე პირები, მედიის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. გაწერილ სამოქმედო გეგმას საბჭო 2 კვირის შემდეგ წარმოადგენს.

საბჭოს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ხელმძღვანელობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა