ქუთაისის საკრებულოს კომისიებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომიტეტებში განიხილავენ. ბიუჯეტის დამტკიცება კი 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.
ბიუჯეტის პროექტი დღეს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის მამუკა რიჟამაძის ჰანცხადებით, სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსება ერთი მილიონამდე ლარით იზრდება.
ბიუჯეტის განხილვას მერის მოადგილე, მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი, სერვის-მიმწოდებლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ასევე სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
არსებული პროგრამების ფინანსურ ზრდასთან ერთად ბიუჯეტში ჩადებულია ახალი ჯანდაცვითი ქვეპროგრამები, რომელის მიზნობრიობაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული.
ქუთაისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტის სოციალურ და ჯანდაცვით მუხლში 33 ქვეპროგრამაა გაწერილი, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტი 89 მილიონი ლარით არის გასაზღვრული.
ავტორი: ნიუპრესი