|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ორი წევრი საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას ონლაინ მიიღებს

ქუთაისის საკრებულოს ორი წევრი, საკრებულოს დღევანდელ სხდომაში ონლაინ პლატფორმის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას.  ქუთაისის საკრებულოს ცნობით,   დეპუტატებს დადასტურებული აქვთ კორონავირუსი და ინფიცირების დღიდან არ არის გასული მოქმედი რეგულაციებით, თვითიზოლაციისთვის განსაზღვრული ვადა.  ინფიცირებული არიან  ქუთაისის საკრებულოს წევრები ბექა ქობულაძე და ლევან ჭოხონელიძე. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საკრებულომ დღეს ქალაქის ბიუჯეტი  უნდა დაამტკიცოს, შესაბამისად,  ქვორუმისა და ბიუჯეტის დამტკიცებისათვის დეოუტატების რაოდენობას გადამწყვეტილ მნიშვნელობა აქვს.  ქყუთაისის საკრებულო  35 წევრისაგან შედგება და მასში მმართველ პარტიას 18 დეპუტატი ყავს, ოპოზიციას კი ჯამში - 17.  

ქუთაისის საკრებულოს ინფორმაციით,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებში ონლაინ მონაწილეობის საშუალებას. აღნიშნული ცვლილება რეგლამენტში შევიდა სწორედ ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ. 

ქუთაისის 2022  წლის ბიუჯეტის პროექტი 89 მილიონ 876 ათას ლარით განისაზღვრა. 

ავტორი: ნიუპრესი