ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს, შენგელია ამ დრომდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საკრებულოს სხდომაზე, ასევე 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც წელს 60 მილიონით განისაზღვრა. საკრებულომ ასევე გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პროექტში შევიდა ცვლილება და ახალი კორპუსისა და ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის ადგილი განისაზღვრა.
სხდომას ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა