|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ნიკა ლატარია აირჩიეს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ნიკა ლატარია აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 19 დეპუტატმა მიიღო, 19-ვე ხმა ნიკა ლატარიას მისცა. დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა.

"მადლობა "ქართულ ოცნებას" ამ ნდობისთვის, აცევე მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს. ვეცდები გავამართლო იმედები და ვიმუშაოთ ქუთაისის მომავლისთვის", -განაცხადა ნიკა ლატარიამ.

მან ასევე "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტთან დაკავშირებით  გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ყველაფერის მიმართ პროტესტის გამოხატვაა. 

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილოება არ მიუღიათ "ნაციონალურ მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებს. "ნაციონალებმა"  სხდომა  პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

 ნიკა ლატარიას სამუშაო გამოცდილება:

ნიკოლოზ ლატარია 1997-1998 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში სამშენებლო კომპანიის დირექტორის თანაშემწედ, 1998-2005 წლებში იყო შპს ”ოკრიბას“ მთავარი ეკონომისტი; 2005-2010 წლებში იყო შპს ”არენას“ დირექტორი, პარალელურად საკუთარი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. 2014 წლიდან კი არის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ქონება და ბიზნესინტერესები:

ნიკოლოზ ლატარიას მიერ 2017 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ საცხოვრებელ სახლს, ბინასა და მიწის ნაკვეთს ქუთაისში, ასევე ბინებს თბილისსა და ქობულეთში (მეუღლის სახელზე თბილისში არსებული ბინის შესაძენად 90000 აშშ დოლარი, ქობულეთში კი 67000 აშშ დოლარი გადაიხადეს. შვილის სახელზეა ქუთაისში 2017 წელს 37000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა). ნიკოლოზ ლატარია ასევე არის შპს “ნიკოილი თერჯოლას” 50%-იანი წილის მფლობელი, ასევე შპს “გიოს” 40%-იანი წილისა და შპს “ნიკოილი 9”-ის 100%-იანი წილის მფლობელი. ასევე შპს “ფრეშ ფუდის” 55%-იანი წილის მესაკუთრე.

შემოწირულობა: ნიკოლოზ ლატარიამ “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 2014 წელს ჯამში 1306 ლარი შესწირა.

წყარო

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა