ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის კრემლის ფონზე პოზირებას არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს
ეს არის ერთგვარი წახალისება, თითქოს რუსეთი უწყინარია - ასე აფასებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოსკოვში ვიზიტს და კრემლის ფონზე პოზორებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია".
ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე მაღალჩინოსნების პოზიციები დაგმეს. მათი თქმით, როდესაც რუსეთს ქვეყნის 25 პროცენტი ოკუპირებული აქვს, დაუშვებელია კრემლის ფონზე პოზირება.
ორგანიზაციის თავმჯდომარის გია გოქაძის თქმით, ქუთაისელი მაღალჩინისნები მოსკოვში ხშირად მიდიან.
"ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია არაოფიცალური ვიზიტით იმყოფება მოსკოვში და პოზირებს კრემლის ფონზე. მაღალი თანამდებობის პირი რატომ უნდა პოზირებდეს კრემლის ფონზე და ამ ფოტოებს ათავსებდეს სოციალურ ქსელში? ეს არის ერთგვარი წახალისება, თითქოს რუსეთი უწყინარია, მაშინ, როდესაც ქვეყნის 25% ოკუპირებული არის. ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, რომლებიც გმობენ რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას. აქ არ ჩანს, ლატარია რომ გმობდეს რუსეთის პოლიტიკას და ეს არის ტრისტან წითელაშვილობა და იგორ გიორგაძეობა, როდესაც პოზირებ კრემლის ფონზე, რომლისგანაც მოდის ამდენი პრობლემა"-განაცხადა გია გოქაძემ.
ორგანიზაციამ მოუწოდა საკრებულოს დეპუტატებს და იმერეთის გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს მომხდარზე პოზიცია დააფიქსირონ.
"მოვუწოდებთ საკრებულოს ყველა დეპუტატს და იმერეთის გუბერნატორს, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალია, გამოხატონ თავიანთი პოზიცია და შეაფასონ ნიკა ლატარიას ქნედება. თუ ეს დასაგმობი ქმედებაა, როგორ წარმოუდგენიათ ნიკა ლატარიას თავმჯდომარეობა? "-განაცხადა გია გოქაძემ.
ქუთაისის საკრებულოსა და მხარის გუბერნიაში საკითხთან მიმართებაში პრობლემას ვერ ხედავენ და არ კომენტარს აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ლატარიას ქალიშვილი მოსკოვის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი


14:35
13:33
22:22
14:39
















