ქუთაისის საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ხმაურით დაიწყო ქუთაისის საკრებულოს სხდომა. მიზეზი უმრავლესობის ორი დეპუტატის ონლაინ ჩართვა გახდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, კანონდარღვევაა დეპუტატების ნაწილის ონლაინ ჩართვა. ისინი მოითხოვენ, მათ არ მიეცეთ მონაწილეობის უფლება. ოპოზიციის თქმით, "ქართულ ოცნებას" ხელფასების გაზრდის საკითხის დამტკიცება სურს და ამისთვის ხმათა უმრავლეობა სჭირდება.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატები კორონავირუსით არიან ინფიცირებული და მათ კანონი აძლევს უფლებას დისტანციურად ჩაერთონ.
დღესვე საკრებულომ ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც ხმათა უმრავლესობა სჭორდება. დარბაზში მმართველი გუნდის 16 და ოპოზიციის 15 წევრია. დეპუტატები ბექა ქობულაძე და ლევან ჭოხონელიძე კი დისტანციურად ერთვებიან.
ქუთაისის საკრებულო 35 წევრისაგან შედგება და მასში მმართველ პარტიას 18 დეპუტატი ყავს, ოპოზიციას კი ჯამში - 17.
ავტორი: ნიუპრესი