|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში დეპუტატის ადგილმონაცვლეობა პარტია "საქართველოსთვის" დახმარებით შედგა

ქუთაისის საკრებულოს შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა. რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ჯემალ ბიბილეიშვილის ადგილმონაცვლეობას დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს ქვორუმისათვის  18 დეპუტატი სჭირდებოდა, "ქართულ ოცნებას" კი მხოლოდ 17 წევრი ყავს. სხდომას "ნაციონალური მოძრაობა" არ ესწრებოდა.

მმართველი ძალისათვის "მაშველი  რგოლი" პარტია  "საქართველოსთვის" წევრის ელეონორა არჩაიას  მხარდაჭერა აღმოჩნდა.

"პასუხიგებლობის გამოჩენისათვის" გახარიას გუნდის წევრმა  საკრებულოს თავმჯდომარის მადლობაც დაიმსახურა.

 ქუთაისის საკრებულოს წევრის მანდატრი ჯემალ ბიბილეიშვილმა მიიღო, რომელმაც ლევან სანიკიძე შეცვალა. ის რამდენიმე დღის წინ მხარის რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.

დღესვე საკრებულოს მთავჯდომარემ აუდიტის დასკვნაზეც ისაუბრა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა