|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საკრებულოებში ირმა ინაშვილის თითო მიმდევარი ქალი!" -ქუთაისის საკრებულოს წევრი

საკრებულოებში ირმა ინაშვილის თითო მიმდევარი ქალი! -  ქუთაისის საკრებულოში მებრძოლ ქალებს ნატრობენ. 

"მელია და მათი კუდები  მხოლოდ პარლამენტშია?... საინტერესოა, საკრებულოებში - ირმა ინაშვილის თითო მიმდევარი ქალი, მათ ჭკუას ასწავლის?"-წერს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მისი თქმით, ინაშვილის მსგავსი "მებრძოლი" ქალები "ნაციონალებს" ქუთაისის საკრებულოში ჭკუას ასწავლიდნენ. 

"ნიუპრესთან" საუბარში კი ახალაძემ განმარტა,  რომ არ ისურვებდა, ქუთაისის საკრებულოში ვინმეს ირმას მსგავსად ხელი გაექნია, რადგან ასეთ შემთხვევაში "ნაციონალები" მათ სასამართლოებში ატარებდნენ, რაც, მისი თქმით, კარგად ეხერხებათ.

"საჯაროდ კი დავწერე, რომ საკრებულოში ირმაზე ნაკლებად მებრძოლი სულის ქალბატონები როდი არიან მეთქი, მაგრამ ირმას მსგავსად რომელიმემ რომ საკრებულოში მუშტი მოიქნიოს, არ ვისურვებდი,  ისევ და ისევ ამ ქალბატონების გამო, რადგან "ნაცებში" ერთი-ორი მართლაც კი იმსახურებს,  რომ სამარცხვინოდ ზუსტად ქალმა მოდოს ყბაში, მაგრამ ვინც გასალახები არიან, ისინი ქალების სასამართლოში სიარულს არ მოერიდებიან და  შეეცდებიან მათ პასუხისგებაში მიცემას!... პროვოცირება და შემდეგ ადამიანის დაკავების მცდელობა მათ კარგად ეხერხებათ!"- განაცხადა ახალაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოში 19  სექტემბერს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე საქმე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის მიმართ ძალადობის მუხლით აღიძრა. ისინი 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

ავტორი: ნიუპრესი