ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას დაპირისპირება მოყვა
ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოში. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოყვა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებას და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა.
მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობენ, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას.
საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტეს, რომ ქართული ოცნება პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება, ამასთან არც თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა მოხდება. რიგგარეშე სხდომაზე ოპოზოციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი