ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციას სამი წევრი ჰყავს
ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. საკრებულოს 25 წევრიდან 22 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. სამი წევრი ჰყავს ოპოზიციას - თითო - თითო მანდატი აქვს „გირჩს“, „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“.
ცნობისთვის, დღეს საკრებულომ თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი მერის, გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო აქტიურად შეუდგება მუშაობას ქუთაისის განვითარებისა და მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის. ასევე დამტკიცდა საკრებულოს ახალი შემადგენლობა, აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილეები.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




10:58
23:12
12:36
15:31
16:05
















